Monday, May 20, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება
ბუნებაზე ზრუნვა
2.პროექტის მთავარი იდეა -თემა
ბუნება ჩვენი საარსებო წყაროა .ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს არა მარტო მომხმარებლური ,არამედ მზრუნველი.
3.პროექტის აქტუალურობა .
აქტუქლურია ,იმით,რომ სკოლასთან არსებულ მზიურის ეზოში დარგავენ თავიაანთსახელზე თითო ხეს .ზოოპარკში დაეხმარებიან პერსონალს ცხოველების ადგილსამყოფელის დალაგება-დასუფთავებაში განუვითარდებათ ბუნების გაფრთხილების უნარ-ჩვევები .
4.პროექტის მიზნები.
მოსწავლეებმა გაიგონ ბუნების მნიშვნელობა და შეძლონ მისი მოვლა ,დაცვა შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებით
5.მონაწილეთა ასაკი.
11- წელი
6.ვადების ხანგრძლივობა
3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები წავლენ ექსკურსიაზე ,,მზიურში" და დარგავენ თავიანთ სახელზე თითო ხეს, რომლის გაზრდაზეც იზრუნებენ სჰემდეგი სვლა ექნებათ ზოოპარკში და იქ მომუშავე პერსონას დაეხმარებიან ცხოველების ადგილ-სამყოფელის დალაგება -დასუფთავებაში  იზრუნებენ ცხოველების კვებაზეც რითაც  ჩამოუყალიბდებათ ბუნების დაცვისა და ცხოველების ზრუნვის უნარ- ჩვევები .
8.პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები
წიგნი, რვეული ,ფოტო, ვიდეომასალა
9.პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები კლასში კითხულობენ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს.,,ია".,,ხმელი წიფელი",და ,,შვლის ნუკრის ნაამბობი' ამის  შემდეგ ვაძლევ დავალებას ,მოიძიონ ინფორმაცია ფლორასა და ფაუნის შესახებ ფოტომასალა .ვყოფ ჯგუფებად და თითოელ ჯგუფს ვავალებ მოამზადონ პრეზენტაცია . ასევე გამყავს ახლომდებარე სკვერში და მიღებულ ცოდნას იყენებენ პრაქტიკულად( რგავენ ხეებს , ასუფთავებენ სკვერს)
10.საგნებთან კავშირი
ბუნების მასწავლებელთან ერთად
11.მასწავლებელი. მარინა გელაშვილი
12.ხელმძღვანელის ელფოსტა
marinagelashvili945@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
http://marinagelashvili.blogspot.com/